რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Deepstate: უკრაინამ კუპიანსკი რუსული ჯარებისგან სრულად გაათავისუფლა

Pravda. ua

ანალიტიკური პროექტის, Deepstate-ის მონაცემებით, 26 ნოემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ კუპიანსკის რუსული ჯარებისგან გათავისუფლება დაასრულეს.

"უკრაინის ძალებმა კუპიანსკის გაწმენდა დაასრულეს" -  წერია Deepstate-ის ანაგარიშში.

თუმცა, ამასთან ერთად, ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსული ჯარები ნოვომლინსკთან, ხარკოვის ოლქში, დონეცკის რეგიოში, რაზდოლნში, პეტროვკაში და კურახოვოში წინ მიიწევენ.

კუპიანსკი ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქია, რომელიც უკრაინელებმა 2022 წლის 10 ნოემბერს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს.

14 ნოემბერს Deepstate-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სოფელ ილინსკის ოკუპაცია მოახდინა და ქალაქ კუპიანსკში შეიჭრა. 

"დღეს მტრის ტექნიკის 2 კოლონა ლიმანის რაიონიდან კუპიანსკის მიმართულებით დაიძრა. დაზუსტებით ცნობილია, რომ კოლონაში არის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები". – ეწერა Deepstate-ის ანაგარიშში.

Deepstate-ის ინფორმაციის თანახმად რუსეთმა კოლონის ცოცხალი ძალით მომარაგება სცადა, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა დამხმარე რაზმებზე იერიში მიიტანა. 

კომენტარები