კვიპროსი-NATO

კვიპროსმა ბაიდენს NATO-ში გაწევრიანების გეგმა წარუდგინა

Nathan Howard/Reuters

კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა 30 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე კვიპროსის NATO-ში სამომავლო გაწევრიანების შესაძლო გეგმა წარუდგინა.

გამომცემლობა Kathimerini-ის ინფორმაციით, ქრისტოდულიდესისთვის მთავარი ამოცანა კვიპროსსა და ნატოს შორის ურთიერთობის ფორმალიზებაა. გამომცემლობის თანახმად, ოფიციალურმა ნიქოზიამ NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის გასაძლიერებლად აშშ-ს სამი სტრატეგიული მოთხოვნა წარუდგინა.

პირველ რიგში, კვიპროსისთვის აშშ-სგან სამხედრო აღჭურვილობის შესასყიდად იარაღზე ემბარგოს ერთი წლის ვადით მოხსნის ნაცვლად, 3-დან 5 წლამდე ვადით მოხსნაა აუცილებელი. ბაიდენის თქმით, კონგრესი ამ "გონივრულ" საკითზე იმსჯელებს და შესაძლოა, სენატორმა კორი ბუკერმა ეს ცვლილება თავდაცვის ბიუჯეტში შეიტანოს.

მეორე მოთხოვნა არის კვიპროსის ეროვნული გვარდიის ოფიცრებისთვის მეტი სასწავლო ადგილის უზრუნველყოფა აშშ-ს სამხედრო აკადემიებში. მესამე სტრატეგიული მოთხოვნა გულისხმობს აშშ-ს მხრიდან აქტიურ ჩართულობას კვიპროსის თავდაცვითი შესაძლებლობების NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისად მოდერნიზებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 1996 წლის შემდეგ ეს იყო კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია აშშ-ს დედაქალაქში.

ასევე Ekathimerini-ის ცნობით, ქრისტოდულიდესმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დროს გეგმა NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც წარუდგინა.

კომენტარები