რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, უკრაინამ კალუჟის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანა.

დაბომბვის დამადასტურებელ ვიდეოებს რუსული გამოცემა Meduza აქვეყნებს. მედიის ინფორმაციით უკრაინამ იერიში უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით მიიტანა.

იერიშის შედეგად ადგილზე გაჩნდა ხანძარი. კალუჟის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 25 ნოემბრის ღამეს 8 უკრაინული დრონი გაანადგურა.

კომენტარები