რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა

ვლადიმირ პუტინი
RBC

ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას ხელი მოაწერა.

განახლებული დოქტრინის მთავარი პუნქტებია:

  • აგრესია რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული ქვეყნის მხრიდან ბირთვული ქვეყნის მხარდაჭერით განიხილება როგორც ერთობლივი თავდასხმა;
  • რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუ მის და ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კრიტიკული საშიშროება ემუქრება;
  • ბირთვული იარაღის გამოყენების ერთ-ერთი პირობაა, რუსეთის წინააღმდეგ ბალისტიკური იარაღის გამოყენება;
  • რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია არაკრიტიკული საშიშროების დროსაც. იგულისხმება მასიური დაბომბვა, თვითმფრინავების, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა მფრინავი ობიექტების მიერ რუსეთის საჰაერო საზღვრის კვეთა;
  • რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიისთვის ტერიტორიისა და რესურსების უზრუნველყოფა შესაძლოა გახდეს ბირთვული იარაღის გამოყენების საბაბი;

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ახალი დოქტრინის მიხედვით უკრაინის მიერ შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებამ შესაძლოა საპასუხო ბირთვული დარტყმის გამომწვევი გახდეს.

კომენტარები