2024 წლის საბავშვო ევროვიზიაში საქართველომ გაიმარჯვა. ანდრია ფუტკარაძემ, რომელიც წელს საქართველოს წარმოადგენდა, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, ჯამში 239 ქულა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქართველოს კონკურსში რეკორდული, მეოთხე გამარჯვება მოუპოვა.
წლევანდელ კონკურსზე ფუტკარაძე სიმღერით "To My Mom" წარდგა, რომლის ავტორებიც გიგა კუხიანიძე და მაკა დავითაია არიან.
კონკურსი მადრიდში ტარდებოდა და მასში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა. პირველად საქართველომ 2008 წელს პროექტ ბზიკებით გაიმარჯვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს კი კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. 2022 წლის ჯუნიორ ევროვიზიაზე ქართველმა მონაწილემ, მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა.





