დონეცკის ოლქში, სოფელ ტერნისთან მახლობლად, ოკუპანტებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი დახვრიტეს. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი ავრცელებს.
ოპერატიული მონაცემების მიხედვით 10 ნოემბერს რუსეთის ჯარის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალს, რომელიც სოფლის გზაზე მიდიოდა. მიღებული ჭრილობებისგან ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
საგამოძიებო სამსახური მსხვერპლის იდენტიფიკაციაზე და მკვლელობის დეტალების დადგენაზე მუშაობს.
ლუბინეცმა შესაბამისი განცხადებით მიმართა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.
"საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რეაქცია მომხდარზე"! – ამბობს ლუბინეცი.





