აშშ-უკრაინა

უკრაინა: ტრამპისა და პუტინის საუბრის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ ვფლობდით

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰეორჰი ტიხის თქმით, კიევი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი საუბრის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდა.

გამოცემა Washington Post-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 7 ნოემბერს აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ გამოცემას საკითხში გარკვეულმა რამდენიმე პირმა განუცხადა. გამოცემის ცნობით, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია და ევროპაში ამერიკული სამხედრო განლაგებების შესახებ შეახსენა.

Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინამ ამ საუბრის შესახებ წინასწარ ინფორმაციას ფლობდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰეორჰი ტიხიმ მედია Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა ამ ინფორმაციას არ ფლობდა, შესაბამისად, ვერც ამ საუბრის მომხრე და ვერც წინააღმდეგი ვერ იქნებოდა.

"ჩვენ პრეზიდენტ ტრამპსა და სხვა მსოფლიო ლიდერებს შორის პირად ზარებზე კომენტარებს არ ვაკეთებთ".- უპასუხა სტივენ ჩუნგმა, ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სატელეფონო ზარის შესახებ დასმულ კითხვას.

ამასთან ერთად, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება რამე ტიპის საუბრის ორგანიზება ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის.

კომენტარები