რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი

გამოცემა Washington Post-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 7 ნოემბერს აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ გამოცემას საკითხში გარკვეულმა რამდენიმე პირმა განუცხადა.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია და ევროპაში ამერიკული სამხედრო განლაგებების შესახებ შეახსენა.

ამ დროისთვის გამოცემა ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ საუბართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.

კომენტარები