მოლდოვის თქმით, 10 ნოემბერს ორმა რუსულმა "სატყუარა" დრონმა, რომელთა დანიშნულებაც იერიშების დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეცდომაში შეყვანაა, მათი საჰაერო სივრცე დაარღვია და მოლდოვაში საზღვრის ხაზისგან შორ მანძილზე ჩამოვარდა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, უკრაინაზე დრონებით იერიშის შემდეგ, ერთი დრონი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ბოროსენი ნოისთან, ჩამოვარდა, ხოლო მეორე - სამხრეთ ნაწილში, სოფელ ფირლადენთან. გავრცელებული ცნობებით, შედეგად არავინ დაშავებულა.
"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ აგრესიულ შემოჭრებს და ვიმეორებთ ჩვენს დაგმობას რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის შესახებ". - განაცხადა მოლდოვის პრემიერმინისტრის მოადგილემ მიჰაი პოპშოიმ.