რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ომბუდსმენი: რუსებმა შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს

Pravda.ua

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ დაჭრილი შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს.

"ოკუპანტების ცინიზმსა და სისასტიკეს ზღვარი არ აქვს! რუსებმა შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს". – წერს Telegram-ში ლუბენცი.

დახვრეტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება. 

ომბუდსმენმა შესაბამისი საჩივრით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს მიმართა.

"ეს არის ჟენევის კონვენციისა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის წარმოების წესების უხეში დარღვევა". – წერს ომბუდსმენი.

სხვადასხვა მონაცემებით 2024 წელს ფრონტზე გახშირდა რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების დახვრეტის ფაქტები. 

კომენტარები