10 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე სახლი, მაღაზია, ავტოფარეხი და ავტომობილი.
"უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა ხანძარი". – წერს ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეჰ კიპერი.
ქალაქ ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის თქმით, რამდენიმე ადამიანს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. ქალაქის თავმა იერიშს "მორიგი რუსული ტერაქტი" უწოდა.
ტრუხანოვის ინიციატივით ქალაქში გაიხსნა პირველადი დახმარების შტაბი, რომელსაც ნებისმიერ დაზარალებულს შეუძლია მიმართოს.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





