2024 წლის არჩევნები

ბოკუჩავა: დღეს შემატყობინეს, რომ მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში

არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას, ან თინა ბოკუჩავას პროკურატურაში დაბარებას, რაც სხვათაშორის დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში. [...]

რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც მაგალითად, თუნდაც ამოიღებს იმ ე.წ. ჩეკებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ მისცემს შესაძლებლობას, რომ საკუთარი პირადობის ნომრით გადაამოწმოს რომელ უბანზე იყო რა დროს და სად მისცა ხმა.

თქვა კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები