რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ სარატოვის ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

სარატოვის ნავთობბაზა
Pravda.ua

უკრაინამ რუსეთში, ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას მედიები დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

წყაროს ცნობით შეტევა 8 ნოემბრის ღამეს მოხდა. იერიშის შედეგად დაზიანდა სარატოვში მდებარე როსნეფტის ერთ-ერთი ნავთობის ბაზა.

იერიშის ამსახველი ვიდეომასალა ადგილობრივ რუსულ ტელეგრამ არხებშიც გავრცელდა.

Telegram-ში წერენ, რომ დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, მაგრამ ნამსხვრევები ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა მაზუთის საცავი.

კომენტარები