ისრაელელბზე თავდასხმა ამსტერდამში

ამსტერდამის პოლიციის თქმით, ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმების დროს 62 პირი დააკავეს

ამსტერდამის პოლიციის ცნობით, დედაქალაქში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო 62 პირი პოლიციამ დააკავა.

X-ზე გავრცელებული პოსტის მიხედვით, პოლიციამ რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის საქმეზე მასშტაბური გამოძიება დაიწყო.

გუშინ ღამით ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელური საფეხბურთო გუნდის, მაკაბი თელ-ავივისა, და ნიდერლანდური გუნდის, აიაქსის მატჩის შემდეგ ასობით ისრაელელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ.

ისრაელელი გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ამსტერდამის ქუჩებში  აიაქსთან მაკაბი თელ-ავივის მარცხის შემდეგ თავს დაესხნენ. ვიდეოებში ჩანს, რომ შენიღბული თავდამსხმელები პალესტინის დროშებს ატარებენ და პროპალესტინურ ლოზუნგებს ყვირიან.

კომენტარები