NBC NEWS-თან ინტერვიუში აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაცია ექნება.
NBC NEWS-ის ინფორმაციით, ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მან, სავარაუდოდ, ოთხშაბათის დილიდან მოყოლებული მსოფლიოს 70 ლიდერთან ისაუბრა, მათ შორის, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელიც ტრამპმა დაახასიათა, როგორც "ძალიან კარგი" საუბარი.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა მას საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ტრამპმა დაამატა, რომ ჯერ არ ულაპარაკია რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ ფიქრობს, რომ საუბარი შედგება: "ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.