რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მასიური იერიში მოიგერია, განადგურებულია 74 რუსული დრონი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 ნოემბრის ღამეს მასიური რუსული იერიში მოიგერია

საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 106 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 74 დრონი გაანადგურა. გარდა ამისა რადიო ელექტრო ჯარების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 25 უპილოტო საფრენი აპარატი.

უპილოტო საფრენი აპარატები კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ააფრინეს.

საჰაერო სამიზნეების განადგურებაში ჩართული იყო საზენიტო სარაკეტო ჯარები, ავიაცია, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების ცეცხლის მობილური ჯგუფები, უკრაინის შეიარაღებული ძალები.

დრონები განადგურებულია ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, კიევის, სუმის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ჩერკასისა და ჩერნიგოვის ოლქებში.

გარდა ამისა რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა კიევზე, რომლის შედეგად ქალაქის 5 რაიონში ხანძარი გაჩნდა. 

კიევის პეჩორის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა 33-ე სართულზე მდებარე რესტორანს, ობოლონის რაიონში დაიწყვა 6-სართულიანი ბიზნესცენტრის სახურავი, გოლოსეევსკი რაიონში ხანძარი გაუჩნდა ავტომომსახურების სადგურს, სოლომინის რაიონში ცეცხლი მოეკიდა საწარმოს საწყობს.

მოგვიანებით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ პოდოლსკის რაიონში დაიწვა კერძო სახლი. მერის მონაცემებით, იერიშის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები