არჩევნები 2024

ჯაფარიძე: პარტნიორებმა უნდა ნახონ, რამდენად არის შეკრული სასამართლო და პროკურატურა

დღეს აქ დგომა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ არის დღეს სხდომა სააპელაციო სასამართლოში.

როგორც იცით, თეთრიწყარომ გადაწყვეტილების შემდეგ დაადასტურა, რომ ფარულობა ხმის დარღვეული იყო მთელი საქართველოს მასშტაბით რაც ნიშნავს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა და გასაუქმებელია.

გადაწყვიტეს, რომ ჯერ გადაედოთ სხდომა გუშინდელიდან დღევანდელზხე და შემდეგ, გააერთიანეს, როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში ყველა საჩივარი რაც შევიდა ამ თემასთან დაკავშირებით.

[…] პირდაპირ თავხედურად და ღიად - დღისით, მზისით გვეუბნებიან, რომ “რასაც გვინდა, იმას ვიზამთ”.

ამიტომ, მოლოდინი ახლა ამ სასამართლოსგან არავის არ აქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაგრამ აქ დგომა მნიშვნელოვანია და ამის გაპროტესტება იმისთვის, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ნახონ რა ხდება, რამდენად არის შეკრული სასამართლო, პროკურატურა და ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომ საქართველოს მოსახლეობას მოახვიონ ის ნება რაც მათ არ გამოუხატავთ 26 ოქტომბერს.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები