AP News-ის ბოლო მონაცემებით რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამჟამად დათვლილი ხმებით კვლავ ლიდერობს. მას საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, მის დემოკრატ მეტოქეს, კამალა ჰარისს კი 192.
ამ დროის მონაცემებით, ტრამპი იმარჯვებს შემდეგ შტატებში: მონტანა, აიდაჰო, უაიომინგი, იუტა, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, მინესოტა, ვისკონსინი, აიოვა, ნებრასკა, კანზასი, მისისიპი, მისური, არიზონა, ოკლაჰომა, არკანზასი, ტეხასი, ლუიზიანა, ჯორჯია, ალაბამა, ფლორიდა, სამხრეთ კაროლინა, ჩრდილოეთ კაროლინა, დასავლეთ ვირჯინია, კენტაკი, ინდიანა, ოჰაიო, მიჩიგანი და პენსილვანია.
რაც შეეხება კამალა ჰარისს, ის ამ დროისთვის ლიდერობს: ვაშინგტონში, ორეგონში, კალიფორნიაში, კოლორადოში, ნიუ მექსიკოში, ილინოისში, ვირჯინიაში, მერილენდში, დედაქალაქ ვაშინგტონში, დელავერში, ნიუ-ჯერსიში, როდ-აილენდში, კონექტიკუტში, მასაჩუსეტში, ნიუ-ჰემპშირში, ნიუ-იორკში, ვერმონტსა და მეინში.
პარალელურად, სენატში რესპუბლიკურ პარტიას ამჟამად 49 მანდატი აქვს მოპოვებული, დემოკრატიულს 40, რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, რესპუბლიკელებს - 167, დემოკრატებს კი - 114.
ხმების დათვლა გრძელდება.