2024 წლის არჩევნები

ხაზარაძე: პირობას გაძლევთ, არ მოვასვენებთ ხელისუფლებას და დავიცავთ მომავალს

რომ დავიცვათ ამ პოლიციელების მომავალი, ვისაც გადააკეტინეს ეს სასამართლო, დავიცვათ იმ მართლა გმირი მოსამართლის პოზიცია და უკვე გმირობად მიგვაჩნია ჩვენ, საქართველოში ადამიანების კეთილსინდისიერად თავისი სამსახურის შესრულება, მაგრამ ასეთი დრო დადგა. ასეთი დრო უნდა ჩავაბაროთ წარსულს, როცა ადამიანი იღებს სწორ გადაწყვეტილებას თურმე იმას დაცვა სჭირდება ამ ქვეყანაში. ეს დრო უნდა მოვიყვანოთ ჩვენ, რომ დაცვა კი არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, ეს უნდა იყოს ნორმა ცხოვრების.

ამიტომ აქ ვდგავარ და ვიდგები მანამდე და ვიქნები ყოველთვის იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის და სამართლისთვის. აქ არ არის ლაპარაკი მარტო გაყალბებაზე, მაგრამ ახლა კონკრეტულად ჩვენ გამოსული ვართ - არ მოვასვენებთ ამ ხელისუფლებას, პირობას გაძლევთ, არ მოვასვენებთ! იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი, კანონზე დაყრდნობილი არჩევანი, სამართლიანი და ძალიან სერიოზული, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ამ დროისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არიან.

კომენტარები