მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები 2024

ზელენსკი: უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს

ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის, რომ ერთად ვიმუშაოთ ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.

მოლდოველებმა მტკიცე არჩევანი გააკეთეს - მათ აირჩიეს ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის გზა. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია თითოეულ ადამიანსა და თითოეულ ოჯახს მისცეს ხვალინდელი დღის რწმენის თავდაჯერებულობა.

წერს უკრაინის პრეზიდენტი თავის X-ზე.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

ახლანდელი მონაცემებით, სანდუმ ხმების 55.4% მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ, პრორუსმა პოპულისტმა კანდიდატმა, ალექსანდრ სტოიანოგლომ კი ხმების 44.6% მიიღო.  

კომენტარები