რუსეთის ომის დანაშაულები

ფინეთში რუსული ნეონაცისტური სამხედრო ჯგუფი რუსიჩის ერთ-ერთ ლიდერს გაასამართლებენ

რუსული ნეო-ნაცისტური ჯგუფი რუსიჩის ლიდერი იან პეტროვსკი

ფინეთის პროკურატურის ეროვნულმა ორგანომ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოს წინაშე წარდგება რუსული ნეო-ნაცისტური ჯგუფის, რუსიჩის ლიდერი იან პეტროვსკი, რომელსაც 2014 წელს უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად.

ჰელსინკის საოლქო სასამართლოს მიხედვით, იან პეტროვსკის (ასევე ცნობილი, როგორც ვოისლავ ტორდენი) სასამართლო პროცესის დაწყება 5 დეკემბერს არის მოსალოდნელი და 2025 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

გამოცემა Reuters-თან პეტროვსკის ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი ბრალდებებს უარყოფს. პეტროვსკის 2022 წლიდან მოყოლებული ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული.

ფინეთის პროკურატურის განცხადების მიხედვით, პეტროვსკის ბრალდებები რუსულ რუსიჩის ჯგუფთან არის კავშირში, რომელიც 2014 წელს ლუგანსკის ოლქში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. პროკურატურის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ პეტროვსკი ამ პერიოდში იმ დანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებებიც ომის კანონებს არღვევდა. განცხადების მიხედვით, პეტროვსკისა და დანაყოფის სამხედროებს 22 უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობა და 4-ის სერიოზულად დაჭრა ედებათ ბრალად.

2023 წლის დეკემბერში ფინეთის უზენაესმა სასამართლომ პეტროვსკის უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვა, რის მიზეზადაც მან უკრაინაში არაჰუმანურ ციხის პირობებში ყოფნის რისკი დაასახელა. მანამდე, უკრაინის სასამართლომ მისი დასაკავებელი ბრძანება გამოსცა, უკრაინაში ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე.


რუსული ნეო-ნაცისტური ჯგუფის, რუსიჩის ლიდერი იან პეტროვსკი ფინეთში 2023 წლის აგვისტოში დააკავეს, რის მიზეზადაც ფინეთმა შენგენის ზონის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევა დაასახელა.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, იან პეტროვსი 2022 წლიდან რუსული ნეო-ნაცისტური ჯგუფის, რუსიჩის მეთაურია. მან ჩაანაცვლა მილჩალკოვი, რომელიც 2022 წლის ხარკოვის ბრძოლებისას დაიჭრა. 

კომენტარები