არჩევნები 2024

მდინარაძე: ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ, რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე

რამდენიმე შემთხვევა უკვე გამოკვეთილია და მე მინდა საზოგადოებას, ჩვენს მომხრეებს მოვუწოდო, თუ იყო კიდევ ასეთი შემთხვევა კიდევ იყო, ვთხოვ ყველას, შეგვატყობინონ. უკვე რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენი მომხრე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში. რაღაც გაურკევველი ნომრებით, ისინი დარეგისტრირებული არიან დამკვირვებლებად რეგიონში რომელიღაც საარჩევნო უბანზე. 

[...] თუ ხმების მოპარვაზე ვლაპარაკობთ, ამასაც ბოლომდე ჩავყვებით, ბოლომდე დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ეს ხალხი ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად. ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ რეალური, ამ რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე. მაქსიმუმ ხვალ ზეგ. 

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. 

კომენტარები