ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება პირველ ნოემბრამდე - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამის საათებში კი, დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი  +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსია მოსალოდნელი. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +18 გრადუსია მოსალოდნელი. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +10, +14 გრადუსს ვარაუდობენ. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +18 გრადუსია მოსალოდნელი. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსია მოსალოდნელი. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +6, +11 გრადუსს ვარაუდობენ.

კომენტარები