ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 3 111-დან 2 251 უბნის შედეგები დათვლილია. ეს ქვეყნის მასშტაბით გახსნილი უბნების 72.356%-ია, ხოლო იმ უბნების თითქმის სრული უმრავლესობა, სადაც ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.
პირველადი შედეგებით ქართულმა ოცნებამ ხმების 53.064% მიიღო (955 622 ხმა), კოალიციამ ცვლილებებისთვის - 11.176% (201 275 ხმა), ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ - 9.83% (177 349 ხმა), ძლიერმა საქართველომ - 8.998% (162 056), გიორგი გახარიას პარტიამ - 8.222% (148 077 ხმა).
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელით გადათვლის პროცედურები.





