კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი არც ცდილობს და არც აქვს საშუალება ჩაერიოს საქართველოსა და მოლდოვის ელექტორალურ პროცესებში.
"იცით, ჩვენ საერთოდ არ ვცდილობთ და ალბათ არც გვაქვს ამის საშუალება, რომ გავლენა გვქონდეს სიტუაციის განვითარებაზე და ელექტორალურ პროცესებზე". – თქვა კრემლის სპიკერმა ბრიფინგზე.
ამასთან პესკოვი ხედავს საქართველოს საქმეებში "დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის მცდელობებს":
"ის (დასავლეთი) არამხოლოდ ცდილობს თბილისს ხელები გადაუგრიხოს, ის პირდაპირ ცდილობს საკუთარი პირობების წაყენებას. რთულია წარმოიდგინო რომ ამაყი ქართველი ხალხი მოითმენს იმ ულტიმატუმებს, რომლებიც მათი მისამართით ყოველდღიურად ჟღერს".
მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს დასვლეთი საქართველოში "თბილისის მეიდნის" მოწყობას აპირებს.





