რუსეთი

ჩეჩნეთში როსგვარდიის სამხედრო სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

BAZA

რუსეთში, ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის (როსგვარდია) სატვირთო მანქანას თავს დაესხნენ

უცნობმა თავდამსხმელებმა პეტროპავლოვსკის სადგურთან ახლოს სამხედრო სატვირთო მანქანა Урал-ს ცეცხლი გაუხსნეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია პირველად რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფმა ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობამ, NIYSO-მ გაავრცელა. მოძრაობის ცნობით, თავდასხმის შედეგად 3 რუსი სამხედრო მოკვდა. 

"სავარაუდოდ სამი თანამშრომელი მოკლულია, თავდამსხმელები მიიმალნენ". - წერს NIYSO. 

სხვა ინფორმაციას ავრცელებს პროკრემლისტური Telegram-არხი, Mash, რომელიც წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 თანამშრომელი.

კომენტარები