რუსეთში ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი და მოქმედი მოადგილეები ანატოლი იანოვსკი და სერგეი მოჩალნიკოვი დააკავეს.
მინისტრის ყოფილ მოადგილე ანატოლი იანოვსკის დიდი ოდენობით თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ინფორმაციით იანოვსკის დაკავების მიზეზი ქვანახშირის სფეროში სავარაუდო თაღლითობა გახდა. მის წინააღმდეგ ჩვენება მოწმეებმა ჯერ კიდევ 2023 წელს მისცეს.
სამართალდამცავებმა მინისტრის ყოფილი მოადგილის ქონებას მიაქციეს ყურადღება: მის ცოლზე 10-ზე მეტი ბინაა რეგისტრირებული.
მოჩალნიკოვის წინააღმდეგ საქმე სამსახურეობრივი მოვალეობების გადამეტების მუხლით აღიძრა.
გამოცემა კომერსანტის ინფორმაციით ჯამურად ჩინოსნებმა შესაძლოა 12 მილიარდი რუბლი მიიტაცეს. მინისტრის მოადგილეები ქვანახშირის მაღაროების ლიკვიდაციის დროს თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილნი.
იანოვსკი მინისტრის მოადგილის თანამდებობას თითქმის 20 წელი იკავებდა. დღეს ის სამთო მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტია.





