უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 25 ოქტომბრის ღამეს 36 რუსული დრონი გაანადგურა.
"2024 წლი 25 ოქტომბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 63 რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან 36 გაანადგურა". – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.
რუსებმა დრონები პრიმორო-ახტარსკის, ორელისა და კურსკის ოლქებიდან ააფრინეს.
საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რადიო ელექტრო შენაერთების მუშაობის შედეგად 16 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაკარგულია.
10:00 საათის მონაცემებით რუსული დრონები ჩამოგდებულია ოდესის, კიევის, ნიკოლაევის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ლვოვის, როვენისა და პოლტავის ოლქებში.
იერიშის მოგერიებაში ჩართულია საზენიტო სარაკეტო ჯარები, ავიაცია, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები და ცეცხლის მობილური ჯგუფები.
რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





