24 ოქტომბრის დილას რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე იერიში მიიტანა. აფეთქებები ქალაქის ბაზართან ახლოს მოხდა.
"დაახლოებით 10:00 საათზე ოკუპანტებმა ქალაქ კუპიანსკზე იერიში მიიტანეს. აფეთქებები მაღაზიისა და ადგილობრივი ბაზრის მახლობლად მოხდა". – თქვა ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ოლეჰ სინეგუბოვმა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 2 დაღუპულისა და 3 დაჭრილის შესახებ. მოგვიანებით სინეგუბმა დააზუსტა, რომ კუპიანსკში არავინ დაღუპულა.
სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით იერიშის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ნანგრევებიდან ამოიყვანეს ქალი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
დაბომბვის შედეგად დაინგრა 2-სართულიანი სავაჭრო შენობა, ასევე დაზიანდა 12 ბაზრის დახლი, ახლომდებარე შენობებში ჩაიმსხვრა მინები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.