რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 40 რუსული დრონი გაანადგურა

24 ოქტომბერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

უკრაინის ტერიტორიაზე სულ 50 დრონი შეფრინდა. 8:30 საათის მონაცემებით განადგურებულია 40, ლოკაციურად დაკარგულია 7 და რუსეთში დაბრუნებულია 1 დრონი.

უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცკის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვგრადის, კიევის, პოლტავისა და ჩერნიგოვის ოლქებში.

გარდა ამისა, რუსეთმა ორი X-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ორი საავიაციო მართვადი რაკეტა X-59 გაისროლა. საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით რაკეტებმა სამიზნეებს ვერ მიაღწიეს.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები