რუსეთმა სუმიზე დრონებით იერიში მიიტანა, დაღუპულია 3 ადამიანი მათ შორის 1 ბავშვი.
"22 ოქტომბრის ღამეს საცხოვრებელ სახლებზე უპილოტო საფრენი აპარატები იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი". – წერს სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.
ღამის განმავლობაში სუმის ოლქში 25 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. საჰაერო ბრძოლა ახლაც გრძელდება.
საცხოვრებელი სახლების გარდა რუსეთმა იერიში მიიტანა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზეც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. რუსების მიერ დანგრეულ სახლში ცოლ-ქმარი, შვილი და ქმრის და ცხოვრობდნენ. იერიშს მხოლოდ კაცი გადაურჩა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





