ალბანეთი

კორუფციაში ბრალდებული ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა დააკავეს

ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა
Euronews

კორუფციაში ბრალდებული ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა სამართალდამცავებმა დააკავეს.

მშვიდობის პარტიის დამფუძნებელი ქვეყნის დედაქალაქში, ტირანაში დააკავეს. მას ფულის გათეთრება, კორუფცია და შემოსავლების დამალვა ედება ბრალად. 

მეტა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 2017-2022 წლებში იკავებდა. წარსულში ის პრემიერმინისტრი, პარლამენტის სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 

2011 წელს მეტა კორუფციაში იყო ბრალდებული. მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი მაღალჩინოსნებთან სავარაუდო თაღლითურ გეგმაზე საუბრობს. მოგვიანებით მას ყველა ბრალდება მოუხსნეს.

ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები