რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: პუტინს ვუთხარი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პირდაპირ მოსკოვს დავარტყამდი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ის პირდაპირ მოსკოვის ცენტრს დაარტყამდა. ამის შესახებ ტრამპი Wall Street Journal-ს ესაუბრა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და რა ვითარებაში შედგა მისი და პუტინის საუბარი.

"მე პუტინს ვუთხარი: 'ვლადიმირ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს'. მე მას ძალიან კარგად ვუგებდი. ის ძალიან განსხვავებულია, ბევრად განსხვავებული ვიდრე სხვა ნებისმიერი – მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი. მე მას ვუთხარი: ვლადიმირ, თუ შენ უკრაინაში შეიჭრები, მე იმდენად მძიმედ დაგარტყამ, რომ ვერც კი დაიჯერებ. პირდაპირ მოსკოვის ცენტრს დავარტყამ. მე მას ვუთხარი: 'ჩვენ ვმეგობრობთ, მე ამის გაკეთება არ მინდა, მაგრამ სხვა არჩევანი არ მექნება. ისე ძლიერად დაგარტყამ, რომ ამ გუმბათებს თავიდან წაგაძრობ'. თქვენ იცით, რომ ის გუმბათების ქვეშ ცხოვრობს". - უთხრა ტრამპმა Wall Street Journal-ს.

დონალდ ტრამპს გამოცემასთან საუბარში მისი და პუტინის საუბრის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, ინტერვიუს დროს მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ პუტინთან წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა და მან კარგად იცის მისი ხასიათი – "მან იცის, რომ მე შეშლილი ვარ".

კომენტარები