რუსული რეჟიმი

მეზვრიშვილი: ვინც ლაზერს ანათებდა, ჩვენს გუნდს დაესხა თავს 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე

საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 20 ოქტომბრის აქციაზე პრეზიდენტის გამოსვლის დროს ახალგაზრდები, რომლებიც მას სახეში ლაზერებს ანათებდნენ, ის დაჯგუფებაა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა მათი გუნდის წარმომადგენლებს. 

"გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება ოცნების დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ოცნება იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს.

ეს ახალგაზრდები არიან დავით დვალი, რომელიც არის კალაძის მძღოლის შვილი და დავით არჩვაძე, ახალგაზრდულის ხელმძღვანელი. ეს არის შედეგი დაუსჯელობის. 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და არანაირი რეაგირება.

უმოქმედობას კონრეტული შედეგები მოჰყვა სხვა შემთხვევებშიც. ქსანში ჩვენი გუნდის წევრ ლია ყოჩიშვილის მიმართ მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, 19 ოქტომბერს დაზარალებულ ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხა კორუმპირებული დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გია ჯიქია მისი არასრულწლოვანი შვილის მეშვეობით. აქაც ოცნებამ არასრულწლოვანი გამოიყენა. 

სენაკში სკოლის დირექტორის შორენა შამათავას უკანონოდ გათავისუფლებაზე რეაგირების ნაცვლად, სკოლის მოქმედმა დირექტორმა 3 ოქტომბერს შორენა შამათავას მიმართ ზეწოლა მისი პოლიციის უფროსი ქმრის მეშვეობით გააგრძელა, რის გამოც ემოციურ ნიადაგზე შორენა შამათავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. განგრძობად დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად კი, 19 ოქტომბერს პოლიცია დანაშაულის მიჩქმალვას შეეცადა და შორენა შამათავა პოლიციაში იმისთვის დაიბარეს, რომ დაეფიქსირებინა თითქოს პრეტენზია არ ჰქონდა" - თქვა მეზვრიშვილმა. 

 

კომენტარები