უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 ოქტომბრის ღამეს 59 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
"9:30 საათის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოტექნიკურმა ჯარებმა მეტოქის 119 მფრინავი ობიექტი დააფიქსირა, აქედან ერთი ისკანდერის ტიპის ბალისტიკური და 2 მართვადი საავიაციო რაკეტაა". – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.
59 რუსული დრონი გაანადგურეს ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცკის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიევის, სუმის, კიროვგრადის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და პოლტავის ოლქებში.
რადიო ელექტრო შენაერთების მუშაობის შედეგად 45 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაკარგულია.
რუსული იერიშის შედეგად უკრაინის რიგ რეგიონებში დაზიანებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





