19 ოქტომბრის საღამოს რუსეთმა 2 ბალისტიკური რაკეტით კრივოი როგზე იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად დაიჭრა 17 ადამიანი. 8 მათგანი საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის ტრავმებით არის გადაყვანილი.
ქალაქის თავდაცვის საბჭოს მეთაურის, ოლექსანდრ ვიკულის თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 15 საცხოვრებელი სახლი, 3 სასწავლო დაწესებულება, 3 ადმინისტრაციული შენობა, 7 ბიზნესის ობიექტი, 3 სახანძრო მანქანა, სასტუმრო და 20 ავტომობილი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





