ევროკავშირი-საქართველო

ჰერჩინსკი: გაწევრიანების პროცესის შეჩერება მთავრობის ქმედებებისა და განცხადებების შედეგია

საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება არის საქართველოში გატარებული მიზანიმართული ქმედებებისა და მიღებული კანონმდებლობების შედეგი. ამიტომ, პრობლემა არ არის ბრიუსელსა ან ვაშინგტონში. პრობლემა და გამოსავალი არა კიევში, არამედ საქართველოშია. ეს არის საქართველოს თანამდებობის პირების ქმედებებისა და განცხადებების შედეგი, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული პირველი გაფართოების ანგარიშის დროს გვქონდა, იყო ანტიდასავლური, ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის შეჩერება. ამის საპირისპიროდ, მინდა გითხრათ, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ვცხოვრობ და თქვენ გისმენთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები და მმართველ პარტიაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, კონკურსი აქვთ, ვინ უფრო მეტად ძირს გამოუთხრის, ვინ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და ვინ უფრო მეტად შეურაცხყოფს ევროკავშირს. ეს ცალსახად მიუღებელია სახელმწიფოსგან, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. 

ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს დასკვნა, სადაც წერია, რომ მთავრობის არჩეული კურსი საქართველოს ევროპულ გზას ძირს უთხრის და, შედეგად, გაწევრიანების მოლაპარაკებებს ფაქტობრივად გაჩერებულია.

კომენტარები