ამინდის პროგნოზი

22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს და წერს, რომ 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც და ზღვაზე, 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია თოვლიც.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)". - წერია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები