პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "გამარჯვების გეგმას" უკრაინის რადას, სავარაუდოდ, ოთხშაბათს წარუდგენს.
რადის ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირინა გერაშენკომ თქვა, რომ დეპუტატები პარლამენტში წინასწარ დაუგეგმავი სესიისთვის დაიბარეს.
ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ზელენსკის თქმით, მისი გეგმა აიძულებს რუსეთს, დათანხმდეს მოლაპარაკებებს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.
მანამდე, ზელენსკი ევროპულ ტურნეს მართავს, რა დროსაც "გამარჯვების გეგმას" ევროპელ პარტნიორებს აცნობს. 17-18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა და მათ აღნიშნულ გეგმას გააცნობს.
ზელენსკი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და საპრეზიდენტო არჩევნების ორივე კანდიდატს.





