NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გერმანიის ქალაქ ვისბადენში ალიანსის მხრიდან უკრაინის დახმარების ახალ საკოორდინაციო ჯგუფთან პირველი ვიზიტისას თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ დანებდებიან და უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ.
ამის შესახებ მან გამოცემა Reuters-ისთვისა და გერმანულ რადიო Hessischer Rundfunk-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„გზავნილი არის, რომ გავაგრძელებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა უზრუნველვყოთ, რომ თავის მიზნებს ვერ მიაღწევს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“. - თქვა რუტემ ინტერვიუში.
NATO-ს უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარებისა და წვრთნების (NSATU) ახალი ორგანიზაციაა, რომელსაც ეტაპობრივად დასავლეთის მიერ, მათ შორის აშშ-ს მიერ, კიევისთვის გამოყოფილი მთლიანი სამხედრო დახმარების კოორდინირება დაევალება.
NSATU-ს მთავარი შტაბი ქალაქ ვისბადენში, ლუციუს კლეის სახელობის ამერიკულ ბაზაზე მდებარეობს.