დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
"რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს! 13 ოქტომბერს რუსებმა დონეცკის ოლქის ოთხი მაცხოვრებელი მოკლეს, სამი კი დაშავდა". - წერს ფილაშკინი Telegram-ის არხზე.
ამასთან, ფილაშკინმა აღნიშნა, რომ დონეცკის ოლქში რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა არ მოიცავს მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულებს.





