უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ცნობით, რუსულ სამხედრო აეროდრომ Оренбург-2-ზე თვითმფრინავი Ту-134 დაიწვა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები სატრანსპორტო მიზნით იყენებდა.
"2024 წლის 12-13 ოქტომბრის ღამეს რუსეთში Ту-134 დაიწვა, რომელიც აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების117-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა. გამანადგურებელი ხანძარი რუსულ სამხედრო აეროდრომ Оренбург-2-ზე მოხდა, სადაც Ту-134 იდგა". - წერს ГУР.
ГУР წერს, რომ მსგავს საბჭოთა დროის სამოქალაქო თვითმფრინავებს რუსეთი, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი გუნდის გადაადგილებისთვის იყენებს.





