ამინდი

დასავლეთ საქართველოში 14 ოქტომბერსაც იწვიმებს – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს და წერს, რომ ხვალ, 14 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში წვიმა შენარჩუნდება, რამაც, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონეების მატება გამოიწვიოს.

"14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)". - წერს სააგენტო.

კომენტარები