13 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 31 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
"მტერმა უკრაინაზე 68 კამიკაძე-დრონით მიიტანა იერიში. შეიარაღებული ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 31 დრონი". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები ორელი, პრიმორსკო-ახტარსკის, კურსკის ოლქებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.
დრონების განადგურების ოპერაცია კიევის, ჩერკასის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში მიმდინარეობდა.
საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით 37 უპილოტო საფრენი აპარატი რადიო-ელექტრო ბრძოლის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია.
გარდა ამის, რუსეთმა 2 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ და 2 ფრთოსანი რაკეტა X-59 გამოიყენა.
რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





