მძიმე თამაში გამოდგა, ვიტყოდი, რომ პირველი 25 წუთი ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც ბოლო პერიოდში და ამის გამო დავისაჯეთ კიდევაც - გოლის მერე გამოვასწორეთ, იყო მომენტები, როცა ვდომინირებდით (განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ბოლოს, მეორე ტაიმის გარკვეულ ფაზებში)
ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის შედეგი და ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რისი სურივილიც გვქონდა - აუცილებლად გავაანალიზებთ შეცდომებს და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით.
უკვე 3 დღეში გვაქვს თამაში და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთესად შეგვიძლია ფეხბურთის თამაში - დიდი მადლობა ქართველ გულშმატკივარს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვგულშემატკივრობდნენ და სამწუხაროა, რომ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რომელიც ყველას გვინდოდა.
იმედი გვაქვს, რომ ამას გამოვასწორებთ შემდეგ თამაშზე თბილისში, უკვე სამ დღეში.