რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ 11 ოქტომბრის ღამეს 2 რუსული რაკეტა და 60 დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

11 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რუსული რაკეტა და 66 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა

"2024 წლის 11 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით ისკანდერ-მ-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, მართვადი საავიაციო რაკეტა X-31П და 66 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაისროლა. საჰაერო ძალების მოქმედებების შედეგად ჩამოგდებულია 60 დრონი დ ორივე რაკეტა". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.

29 შაჰედი უკრაინის შეიარღებულმა ძალებმა კიევის, ჩერკასის, ვინიცკის, სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერნიგოვის ოლქებში ჩამოაგდო. კიდევ 31 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაკარგულია.

რუსებმა რაკეტები და დრონები ოკუპირებული ყირიმიდან, კურსკის ოლქიდან, ასევე შავი ზღვის აკვატორიიდან გამოუშვეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები