იპოდრომი

კალაძე: იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი ქართუ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, რომელსაც პროექტის სახით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს. ის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის. მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მუნიციპალიტეტი ამ სივრცის ყველანაირად მოწესრიგებას ყოველთვის შეუწყობს ხელს. 

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

კომენტარები