ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

თბილისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული ნუცა წიქარიძე
Kutaisi International Short Film Festival

ქუთაისის რიგით მე-4 საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. 

ფესტივალის ჯილდოთი, ოქროს დინოზავრით დაჯილდოვნენ:

  • საუკეთესო ფილმის კატეგორიაში – ნუცა წიქარიძის მცხუნვარე მზე;
  • საუკეთესო რეჟისურისთვის – მანუელ მუნიოს რივასი, ფილმისთვის აქერონი
  • საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის – გორკა გომეს ანდრეუ ფილმისთვის ამაიას სტუმრები

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა ხოზი რიზალის ფილმმა ბასრის და სალმას უსასრულო კომედია, ჟიურიმ განსაკუთრებული პრიზი, ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის გადასცა მარიამ ბუბანის, ფილმისთვის შვილი.

გარდა ამისა, 8 ოქტომბერს, ფესტივალის სპეციალურ სტუმარს, ესპანელ მსახიობს, პედრო ალმოდოვარის ერთ-ერთ მუზას მარისა პარედესს, მასტერკლასის ჩატარების შემდეგ გადაეცა საპატიო ოქროს დინოზავრი.

ფესტივალი 1 კვირის განმავლობაში, კინოჩვენებებთან ერთად მასპინძლობდა საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს.

წლევანდელი კინოფესტივალი გაუქმების პირას იყო, ვინაიდან ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა, ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიამ ფესტივალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სპონსორობაზე უარი თქვა. ორგანიზატორებმა სხვა სპონსორებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების შემოწირულობების ხარჯზე ფესტივალი მაინც ჩაატარეს.

კომენტარები