გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება

ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ – თარგამაძე თავისი მკვლელობის მცდელობის საქმეზე

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

"მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ, [ხეჩუაშვილი] ჩაჯდება ციხეში და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა, ან გლობალური ომის პარტიამ და დამავალაო" - გივი თარგამაძე პროკურატურის განცხადებას 20 სექტემბერს გამოეხმაურა, როდესაც ცნობილი გახდა ინფორმაცია მისი მანქანის აფეთქებაში მსჯავრდებული ხეჩუაშვილის დაკავების შესახებ.

"ძალზედ ნათელია რასაც ივანიშვილი აკეთებს. ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება, ჩემი აზრით, ქოცებისთვისაც ნამეტანია.

ისევ ძველი ვერსია - უკრაინა, თავისიანებმა გაწირეს…გამოძიება დაწყებულიც არ იყო, ტერაქტიდან წუთები იყო გასული, როცა ეს ვერსია შემოაგდო მთავრობამ

ახლაც, დღეების წინ უკვე დააანონსა კობახიძემ იგივე - უკვე იცოდა, როგორც ჩანს, რომ ხეჩუაშვილს "დააკავებდნენ”.

ახლა თავისივე დარჩო ხეჩუაშვილს თანხას ჩაახუტებენ.

ისიც ჩაჯდება და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა, ან გლობალური ომის პარტიამ და ა.შ. დამავალაო.

მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ. სულ რაღაც ორ თვეში მოვა ის დრო, ყველაფერი რომ ცხადად გამოაშკარავდება.

მოთმინება მაქვს. ამ წარმოდგენის მსახიობებმა იდარდონ თავის ბედზე...

PS. მაშინ მთელი პროპაგანდა ხეჩუაშვილის მამის ერთმა კომენტარმა ჩამოუქცია - რა კიევი, რის კიევი - მოსკოვში დადიოდაო" - წერდა თარგამაძე. 

დღეს პროკურატურამ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. პროკურატურის მტკიცებით, გივი თარგამაძის მანქანა სააკაშვილის დავალებით ააფეთქეს. 

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი იძებნებოდა. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა. 

კომენტარები