საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, შპს "დინ გრუპის" 25%-იანი წილის მფლობელმა, ვახტანგ ამაშუკელმა ქართულ ოცნებას 2 სექტემბერს 60 000 ლარი შესწირა.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აღნიშნავს, ამაშუკელმა ქართულ ოცნებას 15 000 ლარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც შესწირა.
TI-ის თქმით, შპს „დინ გრუპმა“ 2015-2024 წლებში, 94 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო - კომპანიამ 2017 წელს, პროგრამა "აწარმოე საქართველოს ფარგლებში" ასევე მიიღო 45 000 ლარი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსისდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით ცხადად გამოკვეთილია, რაც "სისტემური კორუფციის გონივრულ ეჭვს" აჩენს.